ქართველები ევრობასკეტის ისტორიაში - შერმადინის, შენგელიას, სანაძის რეკორდები #1TVSPORT
ქართველები ევრობასკეტის ისტორიაში - შერმადინის, შენგელიას, სანაძის რეკორდები #1TVSPORT

ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე პირველად 1947 წელს გამოჩნდნენ – ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია. ფინალში ლეგენდარულმა ოთარ ქორქიამ 23 ქულა ჩააგდო და სსრკ-ს ჩეხოსლოვაკიის დამარცხებაში დაეხმარა. მას მერე, 1983 წლამდე ევროპის ჩემპიონატს ისე არ ჩაუვლია, ქართველებს მედალი არ მოეპოვებინათ. თუმცა დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს ითამაშა. საუკეთესო შედეგი ახლადდასრულებულ ევროპაზე უჩვენა – საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა.

სწორედ 2025 წელს დაფიქსირდა რამდენიმე ინდივიდუალური რეკორდი. ჩვენც გავაერთიანოთ მე-20 და 21-ე საუკუნის სტატისტიკა და ვნახოთ, ვინ არის ბომბარდირი, ვის მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ა.შ.

 

ქულები

ქულებში რეკორდსმენი ოთარ ქორქიაა, თუმცა მას თორნიკე შენგელია უახლოვდება, რომელსაც ლეგენდის შედეგამდე 10 ქულა აშორებს. გიორგი შერმადინმა 2025 წელს მანუჩარ მარკოიშვილს გაასწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. დუდა სანაძეს 221 ქულა მოუგროვდა, ერთბაშად ოთხი საფეხურით წინ გადაინაცვლა და ბომბარდირთა ტოპ-5-ში შევიდა.

ევრობასკეტის ბომბარდირები

ოთარ ქორქია – 357 ქულა.

თოკო შენგელია – 347 ქულა.

გიორგი შერმადინი – 256 ქულა.

მანუჩარ მარკოიშვილი – 246 ქულა.

დუდა სანაძე – 221 ქულა.

ვიქტორ სანიკიძე – 220 ქულა.

ზაზა ფაჩულია – 216 ქულა.

ზურაბ საკანდელიძე – 201 ქულა.

სანდრო მამუკელაშვილი – 183 ქულა.

გიორგი ცინცაძე – 170 ქულა.

გოგა ბითაძე – 135 ქულა.

მიხეილ ქორქია – 129 ქულა.

მატჩები

ევრობასკეტებზე გამართული მატჩების რაოდენობით ოთარ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე ლიდერობენ – 36-36. ფინეთთან მატჩი გიორგი შერმადინისთვისაც 36-ე იყო. მეტსაც გეტყვით, ეს იყო გიორგის მეორასე შეხვედრა საქართველოს ნაკრებში.

მატჩები ევრობასკეტებზე

ოთარ ქორქია – 36 მატჩი.

ზურაბ საკანდელიძე – 36 მატჩი.

გიორგი შერმადინი – 36 მატჩი.

გიორგი ცინცაძე – 27 მატჩი.

თოკო შენგელია – 26 მატჩი.

დუდა სანაძე – 26 მატჩი.

მანუჩარ მარკოიშვილი – 23 მატჩი.

ბექა ბურჯანაძე – 21 მატჩი.

მიხეილ ქორქია – 20 მატჩი.

ვიქტორ სანიკიძე – 19 მატჩი.

ზაზა ფაჩულია – 16 მატჩი.

ოთარ ქორქია სსრ კავშირის ნაკრებში

ევრობასკეტები

გიორგი შერმადინმა წლევანდელ ევრობასკეტზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – ერთ ქართველ კალათბურთელსაც არ უთამაშია ევროპის 6 ჩემპიონატზე.

ევროები

გიორგი შერმადინი – 6 ევრობასკეტი.

ზურაბ საკანდელიძე – 5 ევრობასკეტი.

გიორგი ცინცაძე – 5 ევრობასკეტი.

დუდა სანაძე – 5 ევრობასკეტი.

ოთარ ქორქია – 4 ევრობასკეტი.

ზურაბ საკანდელიძე – 4 ევრობასკეტი.

თორნიკე შენგელია – 4 ევრობასკეტი.

ბექა ბურჯანაძე – 4 ევრობასკეტი

ტიტულები

საქართველოს ოთხგზის ევროპის ჩემპიონი ჰყავს – ზურაბ საკანდელიძე, რომელიც 2023 წელს მსოფლიო კალათბურთის დიდების დარბაზში შევიდა. ევრობასკეტი სამ-სამჯერ აქვთ მოგებული ოთარ ქორქიასა და გურამ მინაშვილს.

ჩემპიონები

ზურაბ საკანდელიძე – 4-გზის.

ოთარ ქორქია – 3-გზის.

გურამ მინაშვილი – 3-გზის.

ნოდარ ჯორჯიკია – 1.

ვლკადიმერ უგრეხელიძე – 1.

ამირან სხიერელი – 1.

სერგეი კოვალენკო – 1.

მიხეილ ქორქია – 1.

ნიკოლოზ დერიუგინი – 1.