ქართველები ესპანეთში - ბურჯანაძე MVP, შენგელიას 17 ქულა
ქართველები ესპანეთში - ბურჯანაძე MVP, შენგელიას 17 ქულა

ბექა ბურჯანაძემ მიმდინარე სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მისმა “დელტეკომ” შინ წააგო “მურსიასთან” – 67:81.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში მოხვდა, 33 წუთი და 14 წამი ითამაშა და 19 ქულით (3/5 – ორქულიანი, 4/6 – სამქულიანი, 1/4 – საჯარიმო), ხუთი მოხსნით, ერთი პასით, ერთი ჩაჭრითა და ორი დაფარებით დაეხმარა თავის გუნდს.

ბექას მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ. შესაბამისად, ქართველი ფორვარდი მატჩის MVP გახდა.
ორი მოგებითა და ცხრა მარცხით “დელტეკო” ბოლო ადგილზეა.

* * *
თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში “ბრეოგანი” მიიღო და დამაჯერებლად 100:78 გაიმარჯვა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა. 25 წუთი და 28 წამი ითამაშა და 17 ქულა (4/7 – ორქულიანი, 2/2 – სამქულიანი, 3/7 – საჯარიმო), ხუთი მოხსნა, ხუთი პასი და ერთი ჩაჭრა დააგროვა.
“ბასკონია” ცხრა მოგებითა და ორი მარცხით მადრიდის “რეალთან” მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

* * *
გიორგი შერმადინის “უნიკახა” სტუმრად “ხუვენტუტს” შეხვდა და 86:93 წააგო.
შერმადინმა მოედანზე 14 წუთი და 26 წამი გაატარა. გიორგის ანგარიშზე იყო – ოთხი ქულა (2/3 – ორქულიანი), სამი მოხსნა და ერთი ჩაჭრა იყო.

“უნიკახას” რვა გამარჯვება და სამი მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზეა.