ქართველები დაასვენეს - „ფერენცვაროშმა“ მოიგო, „აპოლონი“ ფრეს დასჯერდა #1TVSPORT
ქართველები დაასვენეს - „ფერენცვაროშმა“ მოიგო, „აპოლონი“ ფრეს დასჯერდა #1TVSPORT

ფერენცვაროშმა“ ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი 4:0 მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ უნგრეთის ჩემპიონი, ფაქტობრივად, ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

უნგრეთის ჩემპიონი ირლანდიულ „შემროკ როვერსს“ შეხვდა და ადამა ტრაორეს დუბლით (34, 48) და კარლოს აუსკის (13) და ელდარ ჩივიჩის (90+3) გოლებით 4:0 დაამარცხა. გიორგი ხარაიშვილმა „ფერენცვაროშში“ ვარჯიში ერთი თვის წინ განაახლა, მაგრამ გუნდის რუსი მთავარი მწვრთნელი, სტანისლავ ჩერჩესოვი ქართველ შემტევ ნახევარმცველს არც ათამაშებს და განაცხადშიც არ შეჰყავს.

ლიმასოლის „აპოლონმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დაასრულა. რეზი ინჯგია ამჯერად კვიპროსის ჩემპიონის განაცხადში არ იყო. რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.