ქართველები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში | „შტურმი“ ნორვეგიაში დამარცხდა, „ქაირათმა“ „სელტიკთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გრაცის „შტურმი“, სადაც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ ესტუმრა და 0:5 დამარცხდა.
კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 83 წუთი ითამაშა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და შესვენებამდე ავსტრიის ჩემპიონის კარში სამი ბურთი გაიტანეს. „შტურმს“ შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, ნორვეგიელებმა კი მეორე ნახევარშიც სტუმრებს კიდევ ორი გოლი გაუტანეს და დიდი ანგარიშით მოიგეს.
ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას ალმათის „ქაირათი“ გლაზგოში „სელტკის“ ესტუმრა. ყაზახებმა ფრეს (0:0) მიაღწიეს, რაც საპასუხო მატჩის წინ მათთვის ხელსაყრელი შედეგია. ზარია ტრავმირებულია და განაცხადში ვერ მოხვდა, გადრანი კი სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრები 26 აგვისტოს გაიმართება. ამჯერად მატჩებს ავსტრიისა და ყაზახეთის ჩემპიონები უმასპინძლებენ.