ქართველები „ჩელსის“ და „სევილიას“ შეხვედრებზე - ყრუაშვილი „ტოტენჰემის“ მატჩზე იმსაჯებს
ქართველები „ჩელსის“ და „სევილიას“ შეხვედრებზე - ყრუაშვილი „ტოტენჰემის“ მატჩზე იმსაჯებს

უეფა-მ ქართველებს სამი მნიშნელოვანი შეხვედრა მიანდო. 24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა, ორ შეხვედრას უეფა-ს ოფიციალური წარმომადგენლის რანგში სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერი ბაქარ ჟორდანია და მსაჯთა აკადემიის მენეჯერი ლევან ფანიაშვილი მოემსახურნენ.

ბაქარ ჟორდანია საფრანგეთში, „რუაზონ პარკზე” „რენისა“ და ლონდონის „ჩელსის“ შეხვედრის დელეგატი იყო, რომელიც ინგლისელებმა 1:2 მოიგეს. ლევან ფანიშვილმა კი, „კრასნოდარისა“ და „სევილიას“ მატჩზე, მსაჯთა დამკვირვებლის სტატუსით იმუშავა და ეს მატჩიც სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.

26 ნოემბერს კი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ლონდონში „ტოტენჰემი“ ბულგარულ „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება. შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც უეფა წელს პირველივე ეტაპიდან ენდობა და ამსაჯებს. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორია იქნება.