მერაბ გიგაური და დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის პირველი ეტაპის შემდეგ საუკეთესოებში არიან – ტურის სიმბოლურ ნაკრებში განვლილ 14 ტურში ისინი 4-4- ჯერ მოხვდნენ და ამ მაჩვენებლით თავიანთ პოზიციებზე საუკეთესო შედეგები აქვთ.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ოფიციალური გვერდი ყოველი ტურის დასრულების შემდეგ სიმბოლურ გუნდს ასახელებს, რომელიც სტატისტიკური კომპანია InStat-ის მაჩვენებლებს ეყრდნობა.
სეზონის პირველ ნახევრის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ 4 გუნდის მოთამაშე დაასახელეს – „ყარაბაღის“, „ნეფთჩის“, „კეშლასა“ და “გაბალას”. პირველი სამი გუნდიდან ფეხბურთელთა დასახელება გასაკვირი არაა, რადგან ლიდერთა სამეულს წარმოადგენენ.