ქართველები ავსტრიაში - „შტურმი“ დამარცხდა, „ვოლფსბერგერმა“ მოიგო
ქართველები ავსტრიაში - „შტურმი“ დამარცხდა, „ვოლფსბერგერმა“ მოიგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში ქართველების გუნდებმა მოედანი განსხვავებული განწყობებით დატოვეს.

გრაცის „შტურმი“ გასვლაზე „ალტახსშეხვედა და 1:2 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ „ალტახის“ მეკარემ რთული დარტყმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. კიტეიშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს.

ვოლფსბერგერმაც“ სტუმრად ითამაშა, მაგრამ უფრო წარმატებით და „სანკტ პელტენი“ 2:0 დაამარცხა. ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, გურამ გიორბელიძე კი სათადარიგოებში იყო.

15 ტურის შემდეგ, გრაცის „შტურმმა“ 28 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ხოლო „ვოლფსბერგერი“ 21 ქულით მეექვსეზეა.

დატოვე კომენტარი