ქართველები ავსტრიაში | გიზი მამაგეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონს გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

22:18, 13.09.2026

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში თავი გამოიჩინა გიზი მამაგეიშვილმა, რომელიც გრაცის „შტურმის“ სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდა და ლასკ-თან 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

მოქმედმა ჩემპიონმა და გათამაშების ლიდერმა შესვენებამდე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დიაკიტემ (59) გრაცელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა 2:1. ტრავმისგან მომჯობინებული ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა რიგებში მეორე ტაიმში (61-ე წუთზე) მამაგეიშვილის ნაცვლად გამოჩნდა და მატჩის ბოლოს პენალტი ვერ გაიტანა.

ვოლფსბერგერში“ შეუცვლელად ითამაშა ოთარ მამაგეიშვილმა, მისი გუნდი ვენის „რაპიდთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.

ექვსი ტურის შემდეგ „შტურმმა“ 11 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, „ვოლფსბერგერი“ (5) კი მე-9 პოზიციაზეა.

მსგავსი