ქართველები „აპოელს“ შეუერთდნენ - ნიქოზიელებმა მზადება დაიწყეს #1TVSPORT
ქართველები „აპოელს“ შეუერთდნენ - ნიქოზიელებმა მზადება დაიწყეს #1TVSPORT

ნიქოზიასაპოელმა“ 2021–2022 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო, გუნდს კი ქართველი ფეხბურთელებიც შეუერთდნენ.

კლუბის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, „აპოელის“ პირველივე ვარჯიშზე იყო სამივე ქართველი, რომლებიც კვიპროსის ყველაზე ტუტულოვან კლუბში ზაფხულში გადავიდნენ – თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი.

ცნობილია, რომ სამივე მათგანი ბოლო სეზონში თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა. თუმცა, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში გუნდის მენეჯმენტმა სამეულის გადაბირება სცადა, „ანორთოსისზე“ უკეთესი პირობები შესთავაზა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების დამატება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ნიქოზიას „აპოელი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე ოთხჯერ იყო, სამჯერ – ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ბოლო ორი წელი გუნდს კრიზისი აქვს, ბოლო სეზონში გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა, მაგრამ „აპოელის“ მენეჯმენტი ისევ ამბიციური გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს.

დატოვე კომენტარი