ქართველ მოჭიდავეთა გუნდური ბრინჯაო | ბუდაპეშტი 2018
ქართველ მოჭიდავეთა გუნდური ბრინჯაო | ბუდაპეშტი 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული პირველობის გუნდური გამარჯვებული რუსეთის ნაკრებია, მეორე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდია.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 სხვადასხვა სინჯის, მათგან 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.