ქართველ მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს #1TVSPORT
ქართველ მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს #1TVSPORT

სააგენტო Reuters-ის ცნობით ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ქართველ მძლეოსან ბენიკ აბრაიმანს სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს.

36 წლის ბენიკი ბირთვის მტყორცნელია. მან საქართველოს სახელით 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზა.

ტოკიოს ლაბორატორიაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ 31 ივლისს ჩატარებული კვლევის შედეგად აბრამიანის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოჩნდა – მეტანდიენონი, დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი და ტამოქსიფენი.

დატოვე კომენტარი