ქართველ ფეხბურთელს, სოსო ჩახვაშვილს ტრანსფერზე „ლაციოს“ დირექტორი დაელაპარაკა
ქართველ ფეხბურთელს, სოსო ჩახვაშვილს ტრანსფერზე „ლაციოს“ დირექტორი დაელაპარაკა

ქართველი გულშემატკივრისთვის ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელს, სოსო ჩახვაშვილს „ლაციოს“ სპორტული დირექტორი იტალიაში გადასვლას სთავაზობს.

ამის შესახებ პირველ არხს 24 წლის თავდამსხმელმა თავად განუცხადა. ჩახვაშვილი ალბანეთში, პირველი ლიგის „კორაბიში“ თამაშობს, მისი ტრანსფერი კი ტირანას „პარტიზანს“ ეკუთვნის.

ჩახვაშვილს საქართველოში რამდენიმე გუნდის ფორმა მოურგია, ალბანეთში კი წელს გორის „დილადან“ წავიდა. საინტერესოა, რომ მას არათუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ასაკობრივ გუნდშიც არ უთამაშია.

„ზაფხულში ტირანას „პარტიზანმა“ ამიყვანა და იჯარით „კორაბიში“ გამიშვა, სადაც მოულოდნელად საინტერესო პერსპექტივა გამოჩნდა. რომის „ლაციოს“ სპორტული დირექტორი, ალბანელების ლეგენდა, იგლი ტარე ჩემი გუნდის საკონტროლო შეხვედრას დაესწრო და თამაშის შემდეგ, თანამშრომლობა შემომთავაზა. ცოტა ხანში იტალიაში წამიყვანა. „ვენეციას“ სერია A-ში დაბრუნება სურს და შესაძლოა, მაისში ჩაგრიცხოო. წამყვანი ალბანური კლუბები ახლავე მიწვევენ – პირველი „კუკეშია“, რომელსაც ამხანაგური შეხვედრა 1:0 მოვუგეთ და ერთადერთი გოლი 30 მეტრიდან გავუტანე. მეორე კლუბია „სკანდერბეუ“, რომელმაც ახლახანს ევროპის ლიგაზე კიევის „დინამო“ დაამარცხა (3:2). თუ რეალური შანსი იქნება, იტალიაში წავალ და შევეცდები, თავი გამოვიჩინო. ტარე ჩემს საკითხს არკვევს და მისი პასუხი ახალი წლისთვის მეცოდინება“, – ამბობს პირველ არხთან ჩახვაშვილი.