ქართველ 19-წლამდელთა მწვრთნელი იტალიასთან მოგებაზე - ჩვენ ეს ყველასთან შეგვიძლია 
ქართველ 19-წლამდელთა მწვრთნელი იტალიასთან მოგებაზე - ჩვენ ეს ყველასთან შეგვიძლია 

„ჩვენი ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარეს“ – ეს საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ, იტალიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისის ზღვაზე, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში იტალიელი თანატოლები ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხეს.

გიორგი მიქაძის აზრით, ეს უბრალო გამარჯვება არაა – „იტალიის ამ ნაკრებში ბევრი ცნობილი კლუბის წარმომადგენელი გამოდის და ეს თაობა თავის ასაკში ერთ-ერთი საუკეთესოა, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ახლახანს კი ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა. იტალიასთან თამაში ყოველდღე არ გვიწევს და ჩვენს ბიჭებს ეს მოგება მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. ეს ფაქტი კარგია მათი მომავლისთვის, ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის – ჩვენ შეგვიძლია ყველასთან გამარჯვება“.