ქართულმა ფინალმა "Marca"-ს  "დეპორტივო" და ჯუკიჩის ვერგატანილი პენალტი გაახსენა
ქართულმა ფინალმა "Marca"-ს  "დეპორტივო" და ჯუკიჩის ვერგატანილი პენალტი გაახსენა

ესპანური გამოცემა “მარკა” საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ”ფინალს” გამოეხმაურა და “დეპორტივოს” 1994 წლის ამბავს შეადარა.

“თბილისის “დინამოს” ეროვნულ ლიგაში გასამარჯვებლად გოლი სჭირდებოდა და მათ ამის მშვენიერი შანსიც მიეცათ. მაგრამ პენალტის ნიშნულიდან ოთარ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიგერია, მაყურებელი უზომოდ გაახარა და გუნდი მეოთხედ გააჩემპიონა.

ზუსტად ისე მოხდა, როგორც 1994 წელს, როდესაც “დეპორტივოს” ბოლო ტურში “ვალენსიასთან” მოგება შეეძლო, მაგრამ ლა კორუნიელთა ფეხბურთელმა მიროსლავ ჯუკიჩმა პენალტი ვერ გაიტანა და ჩემპიონობა “ბარსელონამ” მოიპოვა” – წერს “Marca”.