ქართული სამეულის „სლოვანი“ კონკურენტს გასვლაზე დაუზავდა #1TVSPORT
ქართული სამეულის „სლოვანი“ კონკურენტს გასვლაზე დაუზავდა #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანმა“, სადაც სამი ქართველი თამაშობს, სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა კონკურენტ „დუნაისკა სტრედასთან“ ჩაატარა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 1:1.

ფორტუნა ლიგის მე-19 ტურის მატჩი ვლადიმირ ვაისის გუნდმა, რომელიც ლიდერია, მეორეადგილოსან „დუნაისკა სტრედასთან“ გასვლაზე ითამაშა. შეხვედრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მასპინძლები მოგებით „სლოვანსგაუთანაბრდებოდნენ.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სამივე ქართველი ფეხბურთელი – გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (52-ე წუთზე ყვითელი მიიღო) და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და, ფაქტობრივად, შეუცვლელად ათამაშა – ვაისმა მხოლოდ კანკავა შეცვალა და ისიც მხოლოდ 90+3-ე წუთზე.

მატჩი „სლოვანისთვის“ ცუდად დაიწყო. მე-7 წუთზე „დუნაისკა სტრედაბლექმენმა დააწინაურა, მაგრამ მე-40 წუთზე არბიტრმა მასპინძლების მოთამაშე რისვანი გააძევა და ბრატისლაველებმა ამით მეორე ნახევარში ისარგებლეს. ანგარიში 68-ე წუთზე კუცკამ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ბრატისლაველები 19 ტურის შემდეგ 42 ქულით პირველ ადგილზე არიან და „დუნაისკა სტრედასთან“ სამქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.