„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პოლიტსაბჭოს სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებიან.
ამ ეტაპზე, უცნობია, რა საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობენ „ქართული ოცნების“ ოფისში.
ამასთან, ხვალისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა არის დაგეგმილი.