„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა [ვიდეო]

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც მომავალი პრემიერის კანდიდატურის შესახებ იმსჯელეს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახური პოლიტსაბჭოდან ვიდეოს ავრცელებს.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომების დასრულების შემდეგ კი, ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარადგენენ.