„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება.
„16:30 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს, ხოლო 17:30 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.