„ქართული ოცნების“ ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს იწყებენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს იწყებენ

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომა შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც და რეგიონების ჭრილში გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის, შეიძლება ერთგვარად დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება ასევე პრიორიტეტული – რეგიონალური გამოწვევები. თითქმის ყველა რეგიონში გვექნება შეხვედრები მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.