„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი იმყოფება, მათ შორის კახა კალაძე. პოლიტიკოსები შენობაში მიწისქვეშა ავტოსადგომიდან შევიდნენ და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, უცნობია, რა ფორმატში იმართება შეხვედრა და გეგმავენ თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას.

მმართველი პარტიის ოფისში მისული დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომის შესახებ შეტყობინება არ მიუღია და გია ვოლსკისთან შესახვედრად, პირად სამუშაო საკითხთან დაკავშირებით მივიდა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციელები არიან მობილიზებული.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული. ამასთან, მოგვიანებით რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. ისინი მსვლელობით ოპერის წინ გადაინაცვლებენ.