„ქართული ოცნება“ ჭიათურასა და ზესტაფონში რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატებს წარადგენს

07:39, 07.04.2019

„ქართული ოცნება“ დღეს ჭიათურასა და ზესტაფონში რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატებს წარადგენს.

ჭიათურაში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძეს წარადგენენ. წარდგენა 14:00 საათზე კულტურის სახლის მიმდებარედ არის დაგეგმილი.

ზესტაფონში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძეს წარადგენენ. წარდგენა 17:00 საათზე მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე, საკათედრო ტაძრის მიმდებარედ გაიმართება.

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

მსგავსი