ქართული ლიგის ფენტეზიში საუკეთესო შინდაგორიძეა
ქართული ლიგის ფენტეზიში საუკეთესო შინდაგორიძეა

ეროვნული ლიგის ფენტეზის ოფიციალურმა გვერდმა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დააასახელა – კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 7 ტურის შემდეგ ფენტეზის ვერსიით საუკეთესო ლაშა შინდაგორიძეა.

საბურთალოს შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე 49 ქულაა. თამაშში ფეხბურთელის ღირებულება 80 000 ლარია.

საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულებს შეუძლიათ, რომ სეზონის ბოლოს მოიგონ 3000, 2000 ან 1000 ლარი.

ყოველი წრის გამარჯვებული კი საჩუქრად ფლეისთეიშენ 4-ს მიიღებს.