ქართული ლიგა „ფუტბოლ ობსერვატის“ სიაში მე-17 ადგილზეა - ქვეყნები, სადაც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ენდობიან
ქართული ლიგა „ფუტბოლ ობსერვატის“ სიაში მე-17 ადგილზეა - ქვეყნები, სადაც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ენდობიან

საფეხბურო სტატისტიკის საერთაშორისო გვერდ „ფუტბოლ ობსერვატორის“ ახალი სტატისტიკური მონაცემებიდან გაირკვა, თუ ახალგაზრდა ფეხბურთელს რომელ ქვეყნებსა და გუნდებში ენდობიან.

მონაცემები 2019 ან 2019/20 სეზონის სტატისტიკის მიხედვით შეადგინეს. ჩემპიონატების სიაში საქართველო მე-17 ადგილზეა – ეროვნულ ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელების 20,7 პროცენტი 21-წლამდელი ახალგაზრდაა.

ყველაზე მეტი ახალგაზრდა სლოვაკეთის სუპერლიგაში თამაშობს (29.0 %) ხოლო ყველაზე ნაკლები – საუდის პრო ლიგასა და თურქეთის სუპერლიგაში (3,7 %). ტოპ-5 ევროპულ ლიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფრანგეთის „ლიგა 1“-ში დაფიქსირდა (15.0%), ყველაზე დაბალი – ესპანეთის „ლა ლიგაში“ (7.0%).

კლუბურ დონეზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ახალი ზელანდიის „ველინგტონ ფენიქსს“ გააჩნია (93,3 %). საქართველოს ქართული კლუბებიდან პირველ ადგილზე ლიგა2-ში დაქვეითებული „რუსთავია“ – 43,2 %.

ლიგები

1. სლოვაკეთი, სუპერლიგა – 29,0

2. ახალი ზელანდია, პრემიერშიფი – 28,8

3. ირლანდია, პრემიერდივიზიონი – 28,8

———————————————————

17. საქართველო, ეროვნული ლიგა 20,7%

კლუბები

„ველინგტონ ფენიქსი“, ახალი ზელანდია – 93,3

„იუნგ ლიონსი“, სინგაპური – 81,1

„უნივერსიტეტ დუბლინი“, ირლანდია – 78,0

საქართველოს ტოპ – 5

„რუსთავი“ – 43.2

„ვიტ ჯორჯია“ – 32,7

გორის „დილა“ – 31.6

„ლოკომოტივი“ – 28.0

„საბურთალო“ – 18.4