ქართული ლეგიონის უქმეები - მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვიან, „სლოვანი“ ჩემპიონობის შენარჩუნებას ცდილობს #1TVSPORT
ქართული ლეგიონის უქმეები - მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვიან, „სლოვანი“ ჩემპიონობის შენარჩუნებას ცდილობს #1TVSPORT

22, 23 და 24 აპრილს, ქართველ ლეგიონერებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ელით. ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით სამი საკლუბო მატჩის რეპორტაჟის ხილვა იქნება შესაძლებელი. რეპორტაჟებს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალური მედიისა და ვებგვერდის საშუალებით შემოგთავაზებთ. პროექტის ფარგლებში, ​მატჩების პირდაპირი რეპორტაჟები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 22 აპრილს, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „სენტ-ეტიენს“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 24 აპრილს, კი ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „გრენობლს“ უმასპინძლებს, მატჩი კი 22:30-ზე დაიწყება. ორივე ქართველის გუნდი ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის.

23 აპრილს, სლოვაკეთის საჩემპიონო ჯგუფის შეხვედრაში გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას „სლოვანი“ „ჟილინას“ წინააღმდეგ შეხვედრას 17:30 საათზე დაიწყებს. ქართული სამეულის გუნდი ლიდერს, „დუნაისკა სტრედას“ 3 ქულით ჩამორჩება და დარჩენილ ტურებში ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს.