ქართული ლეგიონის სტარტი - გრიგალავა და ტაბიძე შეუცვლელად, კვარაცხელიას ჯერ არ უთამაშია
ქართული ლეგიონის სტარტი - გრიგალავა და ტაბიძე შეუცვლელად, კვარაცხელიას ჯერ არ უთამაშია

ქართველი ფეხბურთელებისთვის ახალი სეზონი რუსეთის პრემიერლიგაში დაიწყო და პირველი მატჩები ჩაატარეს.

გია გრიგალავამ ტულის „არსენალში“ შეუცვლელად ითამაშა გროზნოს „ახმატთან“, რომელიც 0:0 დასრულდა. სტუმართა რიგებში 90 წუთი მეკარე გიორგი შელიამ ჩაატარა.

საინტერესო ფაქტია – „ახმატის“ ძირითადში იყო ანტონ შვეცი, 27 წლის ნახევარმცველი, რომელიც 10 წლამდე თბილისში იზრდებოდა, „ნორჩ დინამოში” ვარჯიშობდა და დედა ქართველი ჰყავს – მხატვრული ტანმოვარჯიშე ინგა გედევანიშვილი. შვეცი 2013 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მოქალაქეობის შეცვლა აღარ ისურვა.

ტამბოვმა” საშინაო მატჩი დათმო „როსტოვთან” – 0:1. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გურამ თეთრაშვილი, რომელიც 68-ე წუთზე ვლადიმერ კობახიძემ შეცვალა.

90 წუთი ჩაატარა „უფაში“ ჯიმი ტაბიძემ, რომელიც გუნდიც „კრასნოდართან“ 0:3 დამარცხდა.

მოსკოვის ცსკა-ს ძირითად შემადგენლობაში იყო და 84 წუთი ითამაშა კონსტანტინე მარადიშვილმა, რომლის გუნდმა გასვლაზე „ხიმკისთან“ 2:0 მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ზუკა დავითაშილის ყაზანის „რუბინი“ და ვოლგოგრადის „როტორი” (სადაც ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი არიან), სეზონს 11 აგვისტოს იწყებენ – ვოლგოგრადის გუნდი ჩემპიონ „ზენიტს“ უმასპინძლებს, ხოლო ყაზანელები – საბა კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივს“.