ქართული ლეგიონის სიახლეები - ჩაკვეტაძე და არაბიძე დაბრუნდნენ
ქართული ლეგიონის სიახლეები - ჩაკვეტაძე და არაბიძე დაბრუნდნენ

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ შეხვედრებში რამდენიმე ქართველმა ითამაშა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით თავიანთ კლუბებს ვერ ეხმარებოდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ბელგიასა და პორტუგალიაში მოხდა.

30 იანვრის შემდეგ „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძემ პირველად ითამაშა. საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ფეხბურთელი გათამაშების ლიდერ „გენკთან“ მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:2-ს აგებდა, 87-ე წუთზე გიორგიმ ტიმოტი დერეიკს საგოლე გადაცემა გაუკეთა, „გენტმა“ კი 1:2 წააგო. გიორგი ქვილითაია სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.

ორთვიანი პაუზის შემდეგ „ნასიონალს“ გიორგი არაბიძე დაუბრუნდა. პორტუგალიური პრიმეირალიგის 28–ე ტურში მისმა გუნდმა „დეპორტივო ავეშს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა 0:0. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თამაში „ნასიონალის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 39–ე წუთზე „ნასიონალს“ მოთამაშე გაუგდეს და სათამაშო ტაქტიკის შეცვლის შედეგად 44–ე წუთზე არაბიძე დაცვითი სტილის მოთამაშემ შეცვალა.

სლოვაკეთში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. თბილისის „დინამოდან“ სლოვაკურ „ჟილინაში“ გადასულმა 20 წლის მცველმა ახალ კლუბში პირველად ითამაშა – სადებიუტო მატჩი მან „დუნაისკა სტრედას“ წინააღმდეგ შეუცვლელად ჩაატარა, „ჟილინა“ კი 0:1 დამარცხდა.

ლაშა დვალმა უნგრეთში გოლი გაიტანა. ამასთან, თავი კიდევ ორმა ქართველმა გამოიჩინა. ლევან ხარაბაძემ „ციურიხში“ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა „გრასჰოპერსი“ 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი კი 19 წლის ქართველი მცველის საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა – ხარაბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ თავი ყაზახეთშიც გამოიჩინა: მე-4 ტურის მატჩში, კოსტანაიას „ტობოლმა“ (სადაც ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ) „აქტობეს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ ორივე ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო. მათ შეუცვლელად ითამაშეს, 80-ე წუთზე კოსტანაელებმა მეორე გოლი კვეკვესკირის გადაცემით გაიტანეს.