ქართული ლეგიონის რეკორდული კვირა - 12 გოლი ამერიკიდან უზბეკეთამდე [ვიდეო] #1TVSPORT

ქართული ლეგიონისთვის გასული კვირა წარმატებული გამოდგა – ქართველმა ფეხბურთელებმა 12 გოლი გაიტანეს და ორი საგოლე გადაცემა შეასრულეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

უზბეკეთის პროფლიგის მეორეადგილოსანმანავბახორმა“ თასზე „თერმეზი“ 2:0 დაამარცხა, რაშიც მთავარი როლი თომა ტაბატაძემ ითამაშა. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ორივე გოლი ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა – 67-ე წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, ხოლო 90+7-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნახევარფინალში ტაბატაძის გუნდი 7 ოქტომბერს „ალმალიკს“ სტუმრად შეხვდება.

ლატვიის პირველ ლიგაში საბა თათულაშვილისკანსტეს“ რიგის „დინამოსთან“ გამარჯვებაში (4:1) დაეხმარა. 19 წლის ნახევარმცველმა 34-ე წუთზე რიგელებს მესამე გოლი გაუტანა. მან წინა ტურშიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მათე კვირკვიასა და გიორგი პაპუნაშვილისქიაფაზი“ „არაზთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძელთაგან გოლი კვირკვიამ 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა, პაპუნაშვილი სათადარიგო იყო.

პირველი გოლი გაიტანა სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში „გვანჯუს“ თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ და ვაკო ყაზაიშვილის „ულსანის“ დამარცხებაში (0:2) თავისი წვლილი შეიტანა.

ასევე პირველად გამოიჩინა თავი შვეიცარიაში გაბრიელ სიგუამ – „ბაზელის“ ნახევარმცველმა „ციურიხს“ ბოლო წუთზე გაუტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

აშშ-ის ჩემპიონატში (MLS) საბა ლობჟანიძემ „ატალანტაში“ მეორე გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა „დალასთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა.

ავსტრიის ბუნდესლიგის ახალ სეზონში ოთარ კიტეიშვილმა პირველი გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა და „შტურმს“ „ალტახთან“ მოგებაში (2:1) დაეხმარა.

სლოვაკეთში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანმა“ „პოდბრეზოვას“ 3:2 მოუგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეხუთე ტურში, „ოსერთან“ (2:4) შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სომხეთის პრემიერლიგის „ალაშკერტში“ ერთი გოლი დავით ხურციძემ გაიტანა, ლევან კუტალიამ კი დუბლი შეასრულა და ხუთ მატჩში გატანილი შვიდი გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.