ქართული ლეგიონის ამბები - სამი გოლი დამარცხებულებისთვის
ქართული ლეგიონის ამბები - სამი გოლი დამარცხებულებისთვის

უცხოეთში მოთამაშე სამმა ქართველმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა მოახერხა, მაგრამ ვერც ერთი მათგანის გუნდმა მოგება ვერ შეძლო.

ვაკო ყაზაიშვილმა „სან ხოსეში“ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მეიჯორლიგის მორიგ ტურში ქართველების გუნდი, „სან ხოსე“ გასვლაზე „ნიუ ინგლანდს“ შეხვდა და 1:3 დამარცხდა. ყაზაიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 88-ე წუთზე ანგარიშის შემცირება მოახერხა. კალიფორნიელთა განაცხადში შეყვანილ გურამ კაშიას არ უთამაშია.

ნიკა კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში „კაისართან“ გამოიჩინა თავი. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კოსტანაის „ტობოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ჯაბა კანკავა კი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. კვეკვესკირმა მეტოქის კარი 47-ე წუთზე აიღო, როდესაც „კაისარი“ 3:0-ს იგებდა. ქართველების მეტოქემ საბოლოოდ 5:1 მოიგო და „ტობოლი“ მეორედან მესამე ადგილზე დააქვეითა.

ქართული გოლი ავსტრიაშიც გავიდა: გრაცის „შტურმმა“ ვენის „აუსტრია“ საშინაო არენაზე მიიღო. ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე გუნდი დააწინაურა. თუმცა, „აუსტრიამ“ მეტოქის კარი სამჯერ აიღო და 1:3 მოიგო.