ქართული ლეგიონი - შოთა არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - შოთა არველაძის გუნდი კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT

შოთა არველაძის „ქარაგუმრუქმა“ თურქეთის ჩემპიონატში „გაზიანთებს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.

ეს ქართველი მწვრთნელისთვის ახალ გუნდში ჩატარებული მეორე შეხვედრა იყო. გასვლაზე „გალათასარაისთან“ (0:1) დაძაბულ ბრძოლაში წაგების შემდეგ, „ქარაგუმრუქმა“ არველაძის ხელმძღვანელობით საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშა.

ეს იყო სატურნირო ცხრილში მეზობელი გუნდების დაპირისპირება და ასეთი ანგარიშით მარცხი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„გაზიანთები“ 27-ე წუთზე რუმინელი დენის დრაგუშის გოლით დაწინაურდა, 49-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა მაკს გრადელმა გაზარდა, საბლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე მცველმა არდა კიზილდაგმა დააფიქსირა – 0:3.

სუპერლიგაში გამართული 18 ტურის შემდეგ „ქარაგუმრუქი“ ისევ 17 ქულით დარჩა, მაგრამ მე-15 ადგილზე დაქვეითდა და „გაზიანთებმა“ (19) გადაასწრო.