ქართული ლეგიონი | საბა ლობჟანიძემ ახალი სეზონი საგოლე გადაცემით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ და „ატლანტა იუნაიტედმა“ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის (MLS) ახალი სეზონი „მონრეალთან“ მატჩით გახსნეს და დაძაბული შეხვედრა 3:2 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ატლანტას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 83 წუთი ითამაშა, საგოლე გადაცემა შეასრულა და საბოლოოდ, საკმაოდ მაღალი შეფასება – 7.2 ქულა მიიღო.
ლობჟანიძემ ჯერ თავად სცადა სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინება, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. თუმცა 42-ე წუთზე მისი გადაცემით ემანუელ ლატე ლათიმ ანგარიში გახსნა.