ქართული ლეგიონი | საბა ლობჟანიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

12:55, 22.04.2024
CINCINNATI, OHIO - OCTOBER 21: Saba Lobzhanidze #9 of Atlanta United looks to control the ball during the first half of a MLS soccer match against FC Cincinnati at TQL Stadium on October 21, 2023 in Cincinnati, Ohio. (Photo by Jeff Dean/Getty Images)

ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში (MLS) საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ „ცინცინატს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა 86 წუთი ითამაშა და, წაგების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ მან ეს ჯილდო ბოლო ხუთი მატჩიდან მესამეში მოიპოვა.

აშშ-ის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში გაგი მარგველაშვილის „ოკლენდ რუთსი“ „დეტროიტს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. მე-60 წუთზე ქართველ მცველს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს.

უნგრეთის ჩემპიონატში ილია ბერიაშვილის „მეზოკოვეშდი“ „კეჩკემეტს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იგებდა, საბოლოოდ 1:2 დამარცხდა. გადამწყვეტი გოლი 65-ე წუთზე ქართველმა მცველმა საკუთარ კარში გაიტანა.

დავით კობოურის „უიპეშტმა“ „მტკ ბუდაპეშტს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში საბა საზონოვის „ტორინო“ გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუზავდა – 0:0. საზონოვი განაცხადში არ იყო, ხოლო კვერნაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა არ უთამაშია.

მსგავსი