ქართული ლეგიონი | ქოჩორაშვილი ტრავმირებულია, სლოვაკეთში ქართველების გუნდებმა ითამაშეს, ვოლკოვმა „ზირაში“ გაიტანა #1TVSPORT

12:09, 19.10.2026

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდში „რეალს“ ესტუმრა და 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს მადრიდულ გრანდთან არ უთამაშია. ქოჩორაშვილი არც „სევილიას“ სათადარიგოთა სკამზე იყო – გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ქართველ ნახევარმცველს წვივის ტრავმა აქვს.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინა“ შინ გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედასთან“ 2:3 დამარცხდა. ქართველებიდან მხოლოდ გაგუამ ითამაშა. ნარიმანიძემ წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია, ხოლო კაპანაძე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში მათე აბულაძის „ქიაფაზი“ დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირას“ 89-ე წუთამდე უგებდა, მაგრამ ვოლკოვმა (შეუცვლელად ითამაშა) თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1. აბულაძემ 90 წუთი ჩაატარა, ხოლო პაპუნაშვილი მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა.

მსგავსი