ქართული ლეგიონი პოლონეთში - მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა, წიტაიშვილი განაცხადშიც ვერ მოხვდა #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასას 30-ე ტურში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს, მაგრამ მხოლოდ ნიკა კვეკვესკირმა ითამაშა.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის „ლეხი“ სახლში „გურნიკს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. კვეკვესკირი „ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 73-ე წუთამდე ითამაშა და საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა (6.9 ქულა). წიტაიშვილთან კი ვითარება არ იცვლება – ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ამჯერადაც განაცხადის მიღმა დარჩა.
ვაკო გვილია მარტიდან ვარშავის „ლეგიაში“ ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ გუნდის განაცხადში არ ჩანს. ასევე მოხდა პლოცკის „ვისლასთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელიც „ლეგიამ“ 2:0 მოიგო.
განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია თორნიკე გაფრინდაშვილს – ქართველი შემტევის გუნდმა, „ზაგლემბიემ“ საკუთარ მოედანზე „ვიძევს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ყველაზე ხშირად ძირითად შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძე თამაშობს, რომლის „კრაკოვია“ დღეს „ლეგნიცას“ უმასპინძლებს.