ქართული ლეგიონი პოლონეთში - გვილია ძირითადში დაბრუნდა, წიტაიშვილმა სასტარტოდან პირველად ითამაშა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი პოლონეთში - გვილია ძირითადში დაბრუნდა, წიტაიშვილმა სასტარტოდან პირველად ითამაშა #1TVSPORT

პოზნანისლეხი“ პოლონეთის ჩემპიონატში კვლავ წარუმტებლად თამაშობს – პირველობის სტარტიდან 4 ტური მიილია, მოქმედმა ჩემპიონმა კი ჯერ თამაშის მოგება ვერ მოახერხა.

მე-4 ტურში პოზნანელებმა ვროცლავისშლიონსკს“ უმასპინძლეს და 0:1 დამარცხდნენ. თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ნიკა კვეკვესკირმაც და გიორგი წიტაიშვილმაც, რომელიც წელს სასტარტოში პირველად გამოჩნდა და ძალიან აქტიური იყო, რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, 63-ე წუთზე კი გიორგი შეცვალეს.

ვაკო გვილიასრაკუვმა“ „იაგელონიას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო 2:2. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოხვდა „რაკუვის“ ძირითად შემადგენლობაში და 77 წუთი ითამაშა.

ლუბინისზაგლებიემ“ გასვლაზე „ლეგნიცა“ 1:0 დაამარცხა. სტუმართა სასტარტოში იყო გურამ გიორბელიძე (71-ე წუთზე შეცვალეს), ხოლო თორნიკე გაფრინდაშვილი დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

კრაკოვიაში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს ოთარ კაკაბაძეს, რომლის „კრაკოვიამ“ შინ გლივიცესპაისტი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 59-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

დღეს, 15 აგვისტოს ლუკა ზარანდიას კელჩესკორონა“ ითამაშებს და საკუთარ მოედანზე „ვარტას“ მიიღებს. ქართველების გუნდებიდან ყველაზე წინ 9 ქულით „კრაკოვიაა“ (მე-5 ადგილი), „ზაგლებიე“ მე-8 პოზიციაზეა, რომელსაც ქულით ჩამორჩება „რაკუვი“, ხოლო მოქმედი ჩემპიონი პოზნანისლეხი“ 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა, რაც სეზონის სტარტის დიდი სენსაციაა.