ქართული ლეგიონი | ნიკა გაგნიძემ უკრაინაში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
საბა მამაცაშვილის „კალმარი“ შვედეთის პირველი დივიზიონი „უმეას“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა 81 წუთი ითამაშა. „კალმარი“ 19 ტურის შემდეგ 38 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგაში ნიკა გაგნიძის კოვალივკას „კოლოსმა“ ლვოვის „კარპატს“ უმასპინძლა და მე-20 წუთზე დაწინაურდა – საგოლე გადაცემა ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა, მაგრამ კოვალივკელები კაცნაკლულნი დარჩნენ და უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – 1:1. გაგნიძემ შეუცვლელად ითამაშა.
ყაზახეთის ჩემპიონატში ალმათის „ქაირათი“ საკუთარ სტადიონზე „ელიმაის“ 2:0 უგებდა, მაგრამ 2:3 დამარცხდა. ალმათელთა რიგებში ლუკა გადრანმა 90 წუთი ითამაშა, გიორგი ზარია კი ჩემპიონთა ლიგაზე „სლოვანთან“ მატჩში დაშავდა და მკურნალობს.
ზურაბ თევზაძისა და ელგუჯა ლობჯანიძის „ჟენისმა“ სტუმრად „ყიზილჟართან“ 1:1 ითამაშა. თევზაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, ლობჯანიძე კი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.
პორტუგალიის ჩემპიონატში „ფამალიკაომ“, სადაც ოთარ მამაგეიშვილი თამაშობს, გასვლაზე „ტონდელა“ 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.
პოლონეთის ექსტრაკლასაში თორნიკე გაფრინდაშვილი „არკას“ ძირითად შემადგენლობაში იყო „კატოვიცესთან“ წაგებულ გასვლით მატჩში (1:4) – ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.