ქართული ლეგიონი | ლომინაძე პორტუგალიაში ადგილს იმკვიდრებს, სიგუამ, შესაძლოა, „ბაზელი“ დატოვოს #1TVSPORT

03:18, 17.08.2025

ნოდარ ლომინაძემ ზედიზედ მეორედ ითამაშა „ეშტორილის“ სასტარტო თერთმეტეულში და 70-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონატის გასვლითი შეხვედრა „გიმარაეშთან“ 2:3 წააგო.

შვეიცარიის სუპერლიგაში გაბრიელ სიგუას „ბაზელი“ „ბიელს“ ესტუმრა და 6:1 დაამარცხა. ქართველ ნახევარმცველს დიდი ხანია, არ უთამაშია. შვეიცარიული გამოცემის, Sport-ის ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, შესაძლოა, გუნდი დატოვოს.

სლოვაკეთის ჩემპიონატში „სლოვანმა“ „სკალიცა 1:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგაზე „ქაირათთან“ მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დაასვენა.

ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ კი გასვლაზე „პრეშოვს“ დაუზავდა 0:0. გაგუამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო კაპანაძე, მეორე მატჩია, ტრავმის გამო განაცხადში ვერ ხვდება.

ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ „პოსუშიე“ მიიღო და 2:1 სძლია – გუნდის ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი