ქართული ლეგიონი - ლევან ხარაბაძემ გაიტანა, გიორგი გაბედავა გააძევეს, გიორგი ივანიშვილი შეცვალეს
ქართული ლეგიონი - ლევან ხარაბაძემ გაიტანა, გიორგი გაბედავა გააძევეს, გიორგი ივანიშვილი შეცვალეს

პოლონეთის ჩემპიონატში ორი ქართველის სადებიუტო შეხვედრა შედგა. სოსნოვიეცის „ზაგლებიეში“, რომელიც ვროცლავის „შლიონსკს“ ესტუმრა, ორივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო – გიორგი გაბედავამ 28-ე და 29-ე წუთებზე ორი ყვითელი ბარათი მიიღო და პირველსავე შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. გიორგი ივანიშვილიც სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ, „ზაგლებიე“ 0:2 დამარცხდა და 12 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა.

ლევან ხარაბაძემ კი „ციურიხში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. 19 წლის ქართველმა შვეიცარიის სუპერლიგის მე-20 ტურში ციურიხული დერბი ჩაატარა. მისმა გუნდმა თანაქალაქელი „გრასჰოპერი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. ანგარიში ხარაბაძემ მე-7 წუთზე თავური დარტყმით გახსნა, „ციურიხმა“ კი 3:1 მოიგო და 28 ქულით მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა.

გიორგი ჩაკვეტაძე ხვალ „მოუსკრონთან“ კვლავ ვერ ითამაშებს. „გენტის“ მთავარი მწვრთნელის, იეს ტორუპმის თქმით, 19 წლის ქართველმა მუხლზე გამოკვლევა ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ საშიში არაფერია. ჩაკვეტაძე „მუსკრონთან“ შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა გუნდს ძალიან მალე დაუბრუნდება.

 

დატოვე კომენტარი