ქართული ლეგიონი კვიპროსში | „პარალიმნიში“ მუსელიანმა გაიტანა - კვირკვიას „კარმიოტისა“ სუპერლიგიდან გავარდა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი კვიპროსში | „პარალიმნიში“ მუსელიანმა გაიტანა - კვირკვიას „კარმიოტისა“ სუპერლიგიდან გავარდა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის აუტსაიდერთა ჯგუფში მათე კვირკვიას „კარმიოტისა“ აელ-ს ესტუმრა, 0:1 დამარცხდა და სუპერლიგიდან გავარდა. ქართველმა თავდამსხმელმა 57 წუთი ითამაშა.

ზურაბ მუსელიანის „პარალიმნიმ“ შინ 4:2 სძლია „ახნას“ – 59-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ქართველმა თავდამსხმელმა სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და მასპინძლების გამარჯვებასა და სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში თავისი როლი ითამაშა.

გიორგი ლორიას კაპიტნობით „არადიპუმ“ შინ „ომონია 29 მაისი“ 4:2 დაამარცხა და ახალი სეზონიდანაც კვიპროსის მთავარ ლიგაში ითამაშებს.