ქართული ლეგიონი | „კარლსრუემ“ ლიდერი დაამარცხა - ზივზივაძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | „კარლსრუემ“ ლიდერი დაამარცხა - ზივზივაძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT

„კარლსრუე“, სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, მეორე ბუნდესლიგის ლიდერს, „ზანკტ პაულის“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

28-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა – ბურთი ფრანკემ გაიტანა. 37-ე წუთზე ირვინმა წონასწორობა აღადგინა, 70-ე წუთზე ნებელმა „კარლსრუე“ კიდევ ერთხელ დააწინაურა. 77-ე წუთზე „ზანკტ პაული“ 10 მოთამაშით დარჩა და საბოლოოდ „კარლსრუემ“ შეხვედრა მოიგო.

ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 67 წუთი ითამაშა და თავის გამოჩენა 64-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმული მოიგერია.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამართული 28 ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 42 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.