ქართული ლეგიონი I საბა ლობჟანიძე „ატლანტას“ მიმდინარე კვირაში შეუერთდება #1TVSPORT
ქართული ლეგიონი I საბა ლობჟანიძე „ატლანტას“ მიმდინარე კვირაში შეუერთდება #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი გაგუას „ალავესმა” ევროპის სუპერთასის ფინალისტს, „სევილიას“ უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი „ალავესის“ განაცხადში არ იყო, მას ვლადიმირ ვაისი „სლოვანში“ ელის.

თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურში გიორგი ბერიძის „ანკარაგიუჯუ“ „ადანა დემირსფორს” შინ დაუზავდა. მცირე ტრავმის გამო ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა განაცხადში არ იყო. მანამდე გიორგი აბურჯანიამ 85 წუთი დაჰყო „ჰატაისპორის“ რიგებში, რომელმაც შინ „ქასიმფაშასთან“ 0:0 ითამაშა.

„ჰატაისპორიდან“ ამერიკაში გადასულ საბა ლობჟანიძეს კი არ უთამაშია MLS-ის ტურში. „ატლანტა იუნატიედმა“ „სიეტლი“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა. გუნდმა წინასწარ გაავრცელა განცხადება, რომ ქართველი ფეხბურთელი ვერ დაეხმარებოდა, მაგრამ მიზეზი განმარტებული არ იყო.

ლობჟანიძის ტრანსფერი კლუბმა 2 აგვისტოს დაადასტურა. ამის მიუხედავად, საბას ჯერ ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია. გამოცემა dirtysouthsoccer-ის ცნობით, ახალწვეული საბა ლობჟანიძე „ატლანტასთან“ ერთად ვარჯიშს მიმდინარე კვირაში დაიწყებს.