ქართული ლეგიონი | გოგლიჩიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხორხელმა საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ქართველ მცველს არ უთამაშია, მაგრამ ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ ესპანეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ქართველი ფეხბურთელი სამატჩო განაცხადში მოხვდა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ლუკა ხორხელისა და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავას „სპარტაკმა“ გასვლაზე „კოშიცე“ 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი 90+2-ე წუთზე სტუმრებმა ხორხელის საგოლე გადაცემით გაიტანეს. მოისწრაფიშვილმა თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
პორტუგალიის თასზე ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი“ შინ ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაოსთან“ 1:2 დამარცხდა. „სპორტინგმა“ „მარინენსე“ 3:0 დაამარცხა – გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.