ქართული ლეგიონი ევროპიდან აზიამდე - ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია A-ს უახლოვდება, კვირკვიამ აზერბაიჯანში გოლი გაიტანა, ყაზაიშვილმა კი ჩინეთში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი ევროპიდან აზიამდე - ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია A-ს უახლოვდება, კვირკვიამ აზერბაიჯანში გოლი გაიტანა, ყაზაიშვილმა კი ჩინეთში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „ბარის“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:2.

საქართველოს ნაკრების მცველი კრემონელების ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ამ მოგებით „კრემონეზემ“ 59 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა. პოზიციის შენარჩუნებით, გუნდი სერია A-ში პლეი ოფის გარეშე გადავა.

ჩინეთის სუპერლიგაში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა ვაკო ყაზაიშვილმა – ქართველი შემტევის გუნდი „შანდუნი“ „კინგდაოს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის ანგარიშზე, ასისტის გარდა, ერთი გოლია.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კი „არაზთან“ თავი მათე კვირკვიამ გამოიჩინა, რომელიც „კიაფაზის“ შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს 57-ე წუთზე დაუბრუნდა. ქართველების გუნდმა გასვლაზე 2:1 მოიგო. კვირკვიამ 62-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი ეფექტური დარტყმით გაიტანა, გუნდს 3 ქულა მოუტანა და სეზონში ანგარიშზე მე-4 გოლი ჩაიწერა.