ქართული ლეგიონი ევროპაში | კობახიძემ ლიეტუვის თასზე ჰეთ-თრიქი შეასრულა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი ევროპაში | კობახიძემ ლიეტუვის თასზე ჰეთ-თრიქი შეასრულა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში საბა საზონოვს კვლავ არ უთამაშია „ტორინოს“ შემადგენლობაში, რომელიც „ბოლონიას” საშინაო შეხვედრაში დაუზავდა – 0:0. საქართველოს ნაკრების მცველი მესამე თამაშია, ტრავმის გამო განაცხადში ვერ ხვდება, ტურინილები კი 47 ქულით მე-10 ადგილზე არიან და ევროთასებზე გამოსვლის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.

ნიდერლანდების I დივიზიონში შალვა ოგბაიძის „დენ ბოსხი“ შინ „ემენთან” 1:2 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია ავსტრიის II ლიგაში, სადაც ლევან ელოშვილის „გრაცერმა” ლუკა პარკაძის „ადმირას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ლუკა პარკაძე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

პოლონეთის I ლიგაში კი ქართველების დაპირისპირებაში მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა. გიორგი მერებაშვილის „პოდბესკიჯე“დაუზავდა გდინიას „არკას” (0:0), სადაც თორნიკე გაფრინდაშვილმა 87-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე, ხოლო მერებაშვილი განაცხადში არ ყოფილა.

ლიეტუვის თასზე „ტრანს ინვესტის“ ქართველმა შემტევმა, ოთარ კობახიძემ „ეუფორიასთან“ ჰეთთრიქი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, ხოლო მისმა გუნდმა მეხუთე ლიგის ბინადარი 11:1 დაამარცხა.