ქართული ლეგიონი | დვალმა გაიტანა, ქვილითაიამ საგოლე გადაცემა შეასრულა, გაგუამ გუნდი ბოლო წუთებზე გადაარჩინა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | დვალმა გაიტანა, ქვილითაიამ საგოლე გადაცემა შეასრულა, გაგუამ გუნდი ბოლო წუთებზე გადაარჩინა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში აპოელ-მა „ოთელოსი“ 6:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია. ქართველების გუნდმა პირველივე ტაიმში მოიპოვა დიდი უპირატესობა – 4:0. 36-ე წუთზე დვალმა გოლი გაიტანა. ქართველმა მცველმა ფლანგური გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით სცადა გატანა, ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ წაქცეულ დვალს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. ლაშა დვალისთვის ეს პირველი გოლია სეზონში.

მეორე ტაიმში აპოელ-მა ორჯერ აიღო მეტოქის კარი. ბოლო გოლი ბრაზილიელი იეფტეს ანგარიშზეა, რომელმაც თავის გამოჩენა გიორგი ქვილითაიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შეძლო. აპოელ-ი 20 ტურის შემდეგ 45 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსან „ანორთოსისს“ ხუთი ქულით ასწრებს.

ესპანეთში „ალავესი ბ“-ს რიგებში თავის გამოჩენა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ მოახერხა და გუნდს ქულა მოუტანა.

სეგუნდა RFEF-ის II ჯგუფში „ალავესი ბ“ „რეალ სოსიედადის“ ახალგაზრდულ გუნდს ესტუმრა და 2:2 ითამაშა. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა, ორ წუთში პენალტით ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუტანა, თავის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში პირველი გოლი ჩაიწერა.