ქართული ლეგიონი - დავითაშვილის „ბორდომ“ წააგო, ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - დავითაშვილის „ბორდომ“ წააგო, ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპაში მორიგი მატჩები გამართეს. საფრანგეთის ლიგა 2-ში წარუმატებელი დღე ჰქონდა ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“. გათამაშების ლიდერი ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ნიმ ოლიმპიკს” ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. დავითაშვილი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. მარცხის მიუხედავად, „ბორდო“ 27 ქულით ლიდერია.

იტალიის სერია A-ში ლუკა ლოჩოშვილისკრემონეზე“ „სალერნიტანას“ ესტუმრა და დაძაბული მატჩი 2:2 დაასრულა. ქართველის გუნდმა თამაში მატჩის ბოლოს  გადაარჩინა და 6 ქულით მე-19 პოზიციაზეა. ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და რაც მთავარია, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ „იაგელონიასთან პოლონეთის ექსტრაკლასას მატჩი გამოტოვა “, რომელიც „კრაკოვიამ“ 1:0 მოიგო და 25 ქულით მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა.