ქართული ლეგიონი - ჭანტურიშვილმა საგოლე პასი შეასრულა, ჩაკვეტაძემ და ზივზივაძემ ისევ შეცვლაზე ითამაშეს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ჭანტურიშვილმა საგოლე პასი შეასრულა, ჩაკვეტაძემ და ზივზივაძემ ისევ შეცვლაზე ითამაშეს #1TVSPORT

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივძივაძის „კარლსრუემ“ „კილს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 0:2 იყო. სტუმრებს პირველი ტაიმში კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს.

ინგლისის ჩემპიონშიფში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომლის „უოტფორდი“ შინ „მიდლსბროსთან“ 2:3 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი მოედანზე 65-ე წუთზე, მესამე გაშვებული გოლის შემდეგ გამოჩნდა.

იტალიის სერია B-ში ივა გელაშვილის „სპეციამ“ სტუმრად „ფერალპიზალო“ 2:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველ მცველს კვლავ არ უთამაშია.

ავსტრიის მეორე ლიგაში „ადმირა ვაკერმა“ სტუმრად „კაპფენბერგთან“ 1:1 ითამაშა, მაგრამ ლუკა პარკაძე განაცხადში არ ყოფილა.

თურქეთის სუპერლიგაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი აბურჯანიამ, რომლის „ჰატაისფორმა“ „სივასფორთან“ გასვლაზე ქულა მოიპოვა – 0:0.

ჩეხეთის „ფორტუნა ლიგაში“ თავი გამოიჩინა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომლის „იაბლონეცმა“ „სლოვაცკოს“ შინ 2:0 სძლია. ქართველმა ლეგიონერმა 89 წუთი ითამაშა და მე-10 წუთზე საგოლე პასი შეასრულა.