ქართული ლეგიონი ბუნდესლიგაში | გოჩოლეიშვილმა ძირითადში ითამაშა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი ბუნდესლიგაში | გოჩოლეიშვილმა ძირითადში ითამაშა #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში ბუდუ ზივზივაძისჰაიდენჰაიმმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 62-ე წუთიდან ითამაშა.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ კი „აუგსბურგს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მცველი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.

11 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა, ხოლო „ჰამბურგი“ მე-14 პოზიციაზეა.