ქართული ლეგიონი აზიაში | ყაზაიშვილმა ჩინეთში გაიტანა, ზარიამ - ყაზახეთში #1TVSPORT
ქართული ლეგიონი აზიაში | ყაზაიშვილმა ჩინეთში გაიტანა, ზარიამ - ყაზახეთში #1TVSPORT

ჩინეთის სუპერლიგაში ვაკო ყაზაიშვილის „შანდუნმა“ სტუმრად „მეიჟუ“ 4:3 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ნახევარმცველმაც შეიტანა – ვაკომ პირველ ტაიმში ითამაშა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა – მის აქტვიში ასევე ერთი საგოლე გადაცემაა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში კიდევ უფრო დამაჯერებლად ათამაშდა გიორგი ზარია, რომელიც ალმათის „ქაირათს“ გასვლაზე „თურანთან“ მოგებაში (2:1) დაეხმარა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 30-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავადვე გაიტანა და ანგარიში გახსნა – ეს ზარიასთვის სეზონში მესამე გოლია. ლუკა გადრანი ჯერ კიდევ მკურნალობს და „ქაირათს“ ვერ ეხმარება.

უზბეკეთის სუპერლიგაში ჯაბა ჯიღაურისა და ელგუჯა ლობჯანიძის „ყიზილყუმი“ შინ გიორგი პაპავას „ოლმალიკთან“ 1:3 დამარცხდა. მასპინძლებიდან პენალტი ლობჯანიძემ გამოიყენა, ხოლო მეორე ტაიმში „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა, პაპავამ გამოიჩინა თავი.

ნიკოლოზ მალის და იმედა აშორტიას „ბუნიოდკორმა“ „თერმეზს“ 3:1 მოუგო. 74-ე წუთზე აშორტიამ პენალტი გაიტანა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მიითვალა.