ქართული ლეგიონი აზიაში - იმნაძემ გაიტანა, კუხიანიძემ ასისტი შეასრულა, თოლორდავა გააძევეს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი აზიაში - იმნაძემ გაიტანა, კუხიანიძემ ასისტი შეასრულა, თოლორდავა გააძევეს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „პრო ლიგაში“ საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა „ალ ახდუდში“, რომელიც „ალ რაედს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში ვაკო ყაზაიშვილმა 77-ე წუთიდან ითამაშა „ულსანის“ რიგებში. ქართველის გუნდი „პოანგს” დაუზავდა – 0:0. მიქელთაძის „გვანჯუმ“ კი გასვლაზე „ჯეჯუ“ 2:1 დაამარცხა, ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.

ყაზახეთის პრემიერ ლიგაში, „ყიზილ ჯარიში“ ლუკა იმნაძემ გოლით გამოიჩინა თავი „ოკჟეტპესთან“, მაგრამ გუნდი წაგებისგან ვერ გადაარჩინა – 1:2. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. ლაშა პარუნაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. „მაქტაარალა“ „ატირაუსთან“ 0:2 დამარცხდა.

ლუკა გადრანს მცირე დისკომფორტის გამო არ უთამაშია „აქტობეს“ რიგებში, რომელმაც „ასტანას“ 2:0 სძლია. მათე ცინცაძის და რატი არდაზიშვილის „ჟეტისუ” კი საკუთარ მოედანზე „ორდაბასთან“ 1:2 დამარცხდა. ანტონ თოლორდავა და თემურ ჩოგაძე „შახტიორს“ „ტობოლთან“ მოგებაში დაეხმარნენ – 2:1. თოლორდავა 58-ე წუთზე გააძევეს, ჩოგაძე კი მოედანზე ამის შემდეგ (75-ე წუთზე) გამოჩნდა.

უზბეკეთის ჩემპიონატში აკაკი შულაიას და გიორგი კუხიანიძის „ყიზილყუმმა“ „სოგდიანა“ 4:2 დაამარცხა.