ქართული ლეგიონი ავსტრიაში | კიტეიშვილმა გოლით და ასისტით „შტურმი“ გაალიდერა, ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ კი დამარცხდა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი ავსტრიაში | კიტეიშვილმა გოლით და ასისტით „შტურმი“ გაალიდერა, ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ კი დამარცხდა #1TVSPORT

ავსტრიის ჩემპიონატში ქართველების გუნდებმა მორიგი თამაშები ჩაატარეს – სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ „ჰარტბერგთან“ 0:3 დამარცხდა, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ კი „ალტახთან“ 3 ქულა ქართველის შესანიშნავი თამაშით მოიპოვა.

ბუნდესლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და მასპინძლებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ მისი თანაგუნდელები კარგ გაგრძელებას ვერ პოულობდნენ. „ჰარტბერგმა“ ანგარიში მე-7 წუთზე მაქსიმილიან ენტრუპის გოლით გახსნა. 22-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა მეკარესთან პირისპირ თიერნო ბალო დატოვა, მაგრამ მან მეკარეს ვერ აჯობა და შესანიშნავი შანსი გაანიავა. სტუმრებმა კი მომენტებით ისარგებლეს – კოსოვოელმა თავდამსხმელმა, დონის ავდიაიმ (62, 66) ოთხწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა.

ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+6 წუთი ითამაშა. გრაცელები „ალტახს“ ესტუმრნენ და მასპინძლები 22-ე წუთზე ნუჰიუმ დააწინაურა, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა. ანგარიში 63-ე წუთზე გაიხსნა – გრაცელების შეტევა საქართველოს ნაკრების შემტევმა დააგვირგვინა. „ალტახმა“ 78-ე წუთზე ანგარიში პოლ კოლერის დარტყმით გაათანაბრა, მაგრამ გრაცელებს ისევ კიტეიშვილმა უშველა – 90+1-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ მუჰამედ ფუსეინი დატოვა, რომელმაც „შტურმს“ გამარჯვება მოუტანა.

6 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 16 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ვოლფსბერგერი“ (6) მე-8 პოზიციაზეა.